Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე AUF პროექტის თაობაზე

თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე ფრანკოფონული უნივერსიტეტის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საერთაშორისო კვლევითი ქსელი ჯანმრთელობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში (ReSanClim)’’ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან დადიანმა. მან ისაუბრა პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ, ასევე იმ აქტივობების შესახებ, რომელშიც აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში ექსპერტების რანგში მიიღეს მონაწილეობა თსუ-ს წარმომადგენლებმა (პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან დადიანმა), კერძოდ თსუ-ს პროფესორების მიერ განხორციელდა ორი ფრანგულენოვანი სახელმძღვანელოს (Elena CIOBANU, Cătălina CROITORU, Greta BĂLAN. L'HYGIÈNE DE L'EAU, 2024; Cătălina CROITORU, Elena CIOBANU. SANTÉ ET CHANGEMENT CLIMATIQUE, 2024)  რეცენზირება.  პროექტით განსაზღვრულია ჩატარებული კვლევების შედეგების და ასევე აქტივობების შესახებ დისემინაცია. საინფორმაციო სემინარს ესწრებოდნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, თსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი.